დაპირისპირება მარნეულში – დაჭრილი ახალგაზრდა და ორი დაკავებული
მარნეულში ძველი კონფლიქტის ნიადაგზე რამდენიმე ახალგაზრდა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაპირისპირება კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული რ.მ. და 2002 წელს დაბადებული ა.გ. – უკვე დაკავებულია. ერთ-ერთი მათგანი ბრალდებულია ჯანმრთელობის დაზიანებაში, მუქარასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, მეორე კი ძალადობასა და იარაღის უკანონო ტარებაში.
შემთხვევის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფმა 29 წლის მამაკაცმა სახის არეში დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო გამოძიება რამდენიმე მუხლით გრძელდება.