აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ა.კ. – ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საზღვარი ა.კ.-მ გადმოკვეთა იმ პერიოდში, როდესაც მასზე საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

ამ დროისთვის, დაკავებულთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading