ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო. გაღებული სისხლით სისხლის დონაციის ბანკის სარეზერვო მარაგი შეივსება.
აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართულ მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის კვლევაც ჩაუტარდათ.
ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
