თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

„აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ, ჩვენ კი მათ გაუმჯობესებული სერვისებით ველოდებით. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი შეიცვალა და PAP ტესტირებიდან, გადავიდა HPV ტესტირებაზე. ეს მეთოდი კიდევ უფრო მეტი ქალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading