ახალციხეში სმარტის შენობაში აფეთქება მოხდა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.
თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება, მათივე ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ვესაუბრე,, კარგად არის უბრალოდ გასასვლელია ჩამონგრეული და ამ ეტაპზე გარეთ ვერ გამოდის“,– გვითხრა “სმარტის” ერთ–ერთმა თანამშრომელმა.
თვითმხილველების თქმით აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.