„იმ პატარა ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩაზე გაისტუმრეს და მოკლეს სასტიკად: ბუტა, სანდრო და ზურა კვინტრაძე, რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებშეკრული შემოაგდეს ვითომ დენმა დაარტყა, გამოგვიცხადეს-ია მეტრეველი

„იმ პატარა ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩა, რომელიც უნივერსიტეტთან მდებარეობს ახლოს, აი ამ ქუჩაზე გაისტუმრეს და მოკლეს სასტიკად: ბუტა, სანდრო და ზურა კვინტრაძე, რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებშეკრული შემოაგდეს ვითომ დენმა დაარტყა, გამოგვიცხადეს. რასაც გადაჰყვა მამა, რომელიც მივიდა მორგში ამოსაცნობად და მეორე დღეს გარდაიცვალა, ტრაგედიას ვერ გაუძლო. 4 ადამიანი მარტო ამ პატარა ქუჩაზე შეიწირეს. აი ვინ იყვნენ საშინელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა და მათი მეთოდები, რას წარმოადგენდა იმ დროინდელი ხელისუფლება.

ამ ბავშვებს მინდა მივმართო, რომ, შვილებო, თქვენ თუ არ იცით და არ იცოდით რა ხდებოდა ახლა მაინც შეხედეთ რაღაცას, თქვენ ხართ გზააბნეული გიწოდოთ, თუ რა გითხრათ ეგეც არ ვიცი, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში და აბრალებდნენ ბანდიტობას და ათას რამეს. 162 ადამიანია დახვრეტილი თუ არ მეშლება, ბევრმა მათგანმა ამოიღო ხმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ, რადგან მათ სხვა შვილებიც ჰყავდათ და დიდი ზეწოლა და დაშინება მიდიოდა ამ ოჯახებზე და სავარაუდოდ მერე ამიტომ გაჩუმდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ 162 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ მოკლული“ – განაცხადა ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading