ბოლნისის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1946 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს – ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading