მარნეულში რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის გამოყენებით 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading