საქართველოდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად 39 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნიდან ჯამში 1 243 პირია გაძევებული. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გააძევეს ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა ლეონეს, იორდანიისა და უზბეკეთის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება.