ვატიკანმა პაპი ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა
„აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“.
„ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, – აღნიშნულია ანდერძში.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.როგორც ანდერძშია აღნიშნული, პაპმა ფრანცისკემ გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
