სამეგრელოში პოლიციამ არალეგალური იარაღის დიდი ოდენობა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 1972 წელს დაბადებული თ.ს. და 1985 წელს დაბადებული ვ.ს. – დააკავა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის:

  • 2 ავტომატი,
  • პისტოლეტი,
  • მცირეკალიბრიანი შაშხანა,
  • ყუმბარმტყორცნი,
  • ხელყუმბარა,
  • 777 ვაზნა,
    ასევე აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

ბრალდებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading