საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცირება ფიქსირდება

პირველ დეკემბერს საქართველოს ნაწილობრივ დასველების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შემცირდა. დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთის ნაწილში წვიმა მოვიდა, ხოლო დედაქალაქში ზომიერი დასავლეთის ქარი დაფიქსირდა.

წინასწარი მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის მასების გამო ჰაერში მტვრის კონცენტრაცია გაიზარდა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მეტეოროლოგიურ პირობებზე, როგორიცაა წვიმა, თოვლი და ქარი, არის დამოკიდებული.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხს უწყვეტად აკვირდება ავტომატური სადგურებით- ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading