ბანაკი „თესლის მცველები“ საკანონმდებლო რეგულაციებზე მსჯელობით გაგრძელდა

ბანაკი „თესლის მცველები“ 9 ივლისსაც გაგრძელდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით, მონაწილეებმა მარნეულში არსებული სათბურები, ადგილობრივი ბოსტნეულის მწარმოებლები, მოყვარული მებოსტნეები და კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტები მოინახულეს. ღონისძიება ჩატარდა პროექტის – „SEEDGUARD: აგრო თესლების მცველები ბიომრავალფეროვნებისთვის, აგრობიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ფარგლებში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს თესლის მიწოდებისა და გაცვლის პრაქტიკაზე,…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით – ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. „კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც FAO-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები დარგში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილონ თანამშრომლობის გზები სოფლის მეურნეობისა და სოფლის…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი ბოლნისში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე ისაუბრა ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში ამჟამად 81 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 9 მეტყევე და 42 ტყის მცველი. ვიზიტის მიზანი, მინისტრის თქმით, სწორედ მათ საქმიანობაში ჩართულობის შეფასება და საჭიროებების პირდაპირი გაცნობა იყო. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია. ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი თელეთის რძის საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

„თელეთის რძის პროდუქტები“ სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა და დღესდღეობით 35 ადამიანს ასაქმებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც ახლად შექმნილ რძის გადამმუშავებელ საწარმოს – „თელეთის რძის პროდუქტები“ – ეწვია და ადგილზე არსებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა. შპს „თელეთის რძის პროდუქტები“ სოფლის განვითარების…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

„სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის მიმართულებებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირება პრიორიტეტია. ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კვლევების ხელმისაწვდომობა და პროფესიონალი კადრები ქმნიან შესაძლებლობას, რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს საჭირო მომსახურება, ასევე, რეგულარულად განვახორციელოთ ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმება, ცხოველთა ვაქცინაცია, პესტიციდების და აგროქიმიკატებისხარისხის კონტროლი, საკარანტინო მავნებლებთან ბრძოლის…

წაიკითხეთ მეტი

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 15 ივლისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება ბიუჯეტის (10 მლნ ლარი) ამოწურვამდე „სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი…

წაიკითხეთ მეტი

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.

წაიკითხეთ მეტი

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული

ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 110.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა და 6.45 $/კგ შეადგინა. ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »