სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.
