დავით სონღულაშვილი – „ერთობლივი მუშაობით რთველი ორგანიზებულად ჩატარდება, ხარისხიანი ყურძენი შესაბამისად დაფასებული უნდა იყოს“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების  მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. დღევანდელი მსოფლიო…

წაიკითხეთ მეტი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის მიერ 2024 წელს გაწეულ საქმიანობაზე და 2025 წლის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე ცენტრის…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი: „ჯიღაურას ეროვნული ბაზა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი – ჩვენი ქვეყნის საგანძურია“

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების ეროვნულმა ბაზამ პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს უმასპინძლა.  ჯიღაურაში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, კომიტეტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები. „ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების ეროვნული ბაზა…

წაიკითხეთ მეტი

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გერმანელი ღვინის სომელიეები სტუმრობდნენ

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის სომელიეები სტუმრობდნენ. ღვინის პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფის წევრები თბილისსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო . ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი…

წაიკითხეთ მეტი

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული

დაავადება ყირიმ-კონგოს პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ყირიმ-კონგოს დაავადების მართვის მიზნით, ადგილებზე, სადაც ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აღინიშნა, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. შესაბამისად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები, დაავადების კერებში, სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა საქონელს შესაბამისი პრეპარატებით (ინსექტოაკარიციდებით) ამუშავებენ. ამ დროისთვის დამუშავებულია 5508 პირუტყვი….

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

უმნიშვნელოვანესი იყო საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორთან შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან. ჩვენ ვაგრძელებთ…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრს ლუის პლანასს პუჩადეს შეხვდა

მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს. დავით სონღულაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს სარგებელს როგორც საქართველოსთვის, ისე ესპანეთისთვის. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან პარიზში სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ინტენსიური გახდა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ…

წაიკითხეთ მეტი

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პარიზში, დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორ ემანუელ სობერიონთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული ვეტერინარული სერვისების გაძლიერებაში და მათ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მნიშვნელოვანია WOAH-ის სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების როლი. დავით სონღულაშვილმა საქართველოში აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა,…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი კომპანიის „ივრის ფერმები” ნუშის ბაღები დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. „ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »