დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა…

წაიკითხეთ მეტი

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულებით რაიმუნდ იელეს შეხვდნენ

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, მიწის კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა წყლის მართვის სისტემის მოწყობის და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ევრორეგულაციების პრაქტიკული განხორციელებისთვის. უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების…

წაიკითხეთ მეტი

„საქართველოსა და უნგრეთს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ,არსებული პარტნიორობის გაღრმავებით და ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეების ეფექტიანად გამოყენებით, შეგვიძლია მივაღწიოთ შთამბეჭდავ შედეგებს”-დავით სონღულაშვილი

„საქართველოსა და უნგრეთს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ – სოფლის მეურნეობის ინოვაციებიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, გარემოს მდგრადობაზე ზრუნვით დასრულებული. ჩვენს შორის არსებული საერთო ინტერესები მრავალი შესაძლებლობის საფუძველს ქმნის. არსებული პარტნიორობის გაღრმავებით და ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეების ეფექტიანად გამოყენებით, შეგვიძლია მივაღწიოთ შთამბეჭდავ შედეგებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხალხს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა უნგრეთის სოფლის მეურნეობის…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაძს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით გამოხატული თანადგომისთვის. უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილეს….

წაიკითხეთ მეტი

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 133.6 ათასი ტონით გაიზარდა

2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 133.6 ათასი ტონით (27.4%) მეტია. მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა. 2024 წელს ყურძნის წარმოება – 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის – 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატამის და ვაშლატამას – 10.4 ათასი ტონით (35.4%)…

წაიკითხეთ მეტი

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა სპეციალური სისტემების (ხაფანგების) განთავსება დაიწყეს. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესი დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. „მავნებლის გარკვეული რაოდენობის დაფიქსირებისთანავე დაიწყება კონტროლის ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიები ცივი შესხურებით და თერმული ნისლის მეთოდებით დამუშავდება. აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, –…

წაიკითხეთ მეტი

ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს. „სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას, მათ შორის, გავრცელების მინიმიზაციას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ. მეფუტკრე-ფერმერები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობას მიესალმებიან. დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის წევრმა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »