საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა წყლის მართვის სისტემის მოწყობის და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ევრორეგულაციების პრაქტიკული განხორციელებისთვის.
უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.
.




