2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობის სიგელი გადაეცა

ჯილდო ცესკოს თავმჯდომარეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ პირადად გადასცა.
სიგელი ადასტურებს ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობას, რაც გადამწყვეტი იყო აღწერის პროცესის ეფექტიანად ჩატარებისთვის.

მადლობის სიგელები ასევე გადაეცა სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საქსტატის 106 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading