პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსების პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
🔹 სიტყვით გამოსვლა გაიმართა ენგურჰესზე, რომელიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სიმბოლო და ეროვნული სიამაყეა.
🗣 „ქართველი ენერგეტიკოსები ქმნით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეაქვთ უდიდესი წვლილი ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარებაში“, — განაცხადა კობახიძემ.
📊 პრემიერის თქმით:
- 2012 წლის შემდეგ ენერგეტიკული სისტემის სიმძლავრე 1000 მგვტ-ით გაიზარდა, მაშინ როცა 2004-2012 წლებში ზრდა მხოლოდ 150 მგვტ იყო;
- აშენდა ჰიდრო-, თბო-, ქარისა და მზის ელექტროსადგურები;
- დადგმული სიმძლავრე 3 359 მგვტ-დან 4 600 მგვტ-მდე გაიზარდა.
✅ კობახიძემ ენერგეტიკის სექტორის სწრაფ განვითარებაზე და ამბიციურ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.