იარაღის უკანონო ფლობა – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა/ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
📌 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა „WEBLEY SCOTT LTD“ სისტემის რევოლვერი (№56577) და ექვსი საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.
👮♂️ სამართალდამცველებმა იგი 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
⚖️ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🧑⚖️ პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.