მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა საქართველოში დაბრუნდა!
XVI საუკუნის უნიკალური მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა!

კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინიციატივითა და ევროპელ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს კულტურული საგანძური კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეისყიდა და ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას.

ტრიპტიქის ცენტრალურ პანელზე გამოსახულია ყრმა იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი, ხოლო ფრთებზე — ნეტარი ავგუსტინე და წმინდა პეტრე, შესრულებული XVI საუკუნის უნიკალურ სტილში.
ტრიპტიქის საქართველოში მოხვედრის გზა უკავშირდება პრინც აშილ მიურატს და ისტორიული პირების მრავალფენოვან მემკვიდრეობას.
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ საგანძური საქართველოდან გაიტანეს, ხოლო ახლა, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ის თავის ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა.
- მნიშვნელოვანი კულტურული დაბრუნებები გრძელდება — მხოლოდ წელს ხელოვნების სასახლემ ევროპიდან უკვე სამი ფერწერული ტილო დაიბრუნა.
