გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი კომპანიის „ივრის ფერმები” ნუშის ბაღები დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომპანია „ივრის ფერმები”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით და ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading