შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა
„როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა.
