,,მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია – შედეგი ეს არის”-ლია მელიქიშვილი

თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, ლია მელიქიშვილმა უპასუხა: „ მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია“.

„მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის. აი ის წვრილფეხობა, რომელიც ამას უწყობდა ხელს იმათ ჰქონდათ რაღაცა წვრილი მიზნები. მაგალითად ჩემს ინსტიტუტზე მოვყვები. ყველა ინსტიტუტში არ მომხდარა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე. იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ ყველანი. წავიდნენ ესენი, რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა ხელფასის მომატება რას ნიშნავდა. მე ვიყავი კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუსხელიშვილი იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და ჰქონდა 140 ლარი ხელფასი. როდესაც მათ ეს თქვეს ოფიციალურად სხდომაზე, ეს არ დაუმალავთ, რომ ხელფასი მოემატებოდათ. ჩვენ გადავიანგარიშეთ და ფაქტობრივად, თითოს ემატებოდა 5-დან 7 ლარამდე, ეს ერთი. მეორე, ზოგიერთებს უნდოდათ წამყვანი ადგილების დაკავება ძალიან მაღალი დონის მეცნიერები გაუშვეს პირადად ჩვენი ინსტიტუტიდან. ჩაატარეს ატესტაცია, შემდეგ ეს იყო გასაჩივრებული თქვენთა ბატონო სოზარ, შემოვიდნენ ისტორიის ინსტიტუტიდან. თქვენ აღიარეთ, რომ იყო დარღვევები და მეორედ ჩაატარეს, მეორედაც იგივე გაიმეორეს. მეორედ ჩატარებას კინაღამ შეეწირა დიდი მეცნიერი ნანა ხაზარაძე. ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ და ისე მოექცნენ ატესტაციის დროს, რომ მე, თამილა ცაგარეიშვილი და ნანა ვმეგობრობდით და მთელი ღამე ჩვენთან იყო ნანა, რომ რამე არ მოსვლოდა“,- განაცხადა ლია მელიქიშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading