,,მადლობა მინდა გადავუხადო სახელისუფლებო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის”-გიორგი გაბიტაშვილი
„გენერალური აუდიტის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის განვითარებაში, აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადავუხადო სახელისუფლებო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.