მართმადიდებლური ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
იოანე ნათლისმცემელი იყო იესო ქრისტეს წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. გადმოცემის თანახმად, მისი თავისკვეთის შემდეგ წმინდა თავი ფარულად დამარხეს, მოგვიანებით კი იგი ორჯერ იქნა აღმოჩენილი, რაც ეკლესიის მიერ განსაკუთრებულ სიწმინდედ ითვლება. ამ დღეს ეკლესიებში ტარდება სადღესასწაულო მსახურებები და მორწმუნეები წმინდანის ხსენებას ლოცვით აღნიშნავენ. ტროპარი: ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად…