2025 წლის 1 აპრილამდე მეწარმე სუბიექტები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ
წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა
მეწარმე სუბიექტს უფლებამოსილება შეეზღუდება:
ქონების განკარგვის
საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის
საბანკო ანგარიშის მართვის
ახალი ანგარიშის გახსნის
ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის
კრედიტის აღების შემთხვევებში.
სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის
სააქციო საზოგადოებისთვის
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის
კომანდიტური საზოგადოებისთვის
კოოპერატივისთვის
უცხოური საწარმოს ფილიალისთვის
დროულად გაიარეთ რეგისტრაცია და შეუსაბამეთ სარეგისტრაციო მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებს!
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry




