პარლამენტმა პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის წევრის, პაატა სალიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.


საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პაატა სალიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading