ხელვაჩაურში საგანგებო სამმართველოს თანამშრომელი ხე-ტყის უკანონო ჩეხვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ხ. – ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში უკანონოდ გაჩეხა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რამაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

📌 სამართალდამცველებმა ადგილზე ნაწილებად დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც მიხედვით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading