სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონდიტროებში კონტროლს ამკაცრებს

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გამო საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

🔎 რა მოწმდება?

  • ობიექტების სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა
  • ინვენტარის სისუფთავე
  • სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები
  • ნედლეულის ვარგისიანობის ვადები

📍 თბილისში მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინსპექტორები არა მხოლოდ ამოწმებენ, არამედ უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გასცემენ.
შესაბამისობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება კანონით გათვალისწინებული ზომები და საზოგადოება ინფორმირდება გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

📞 სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს:
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზზე – 15-01.

🤝 მოსახლეობის ჩართულობა და ერთობლივი მონიტორინგი შესაძლებლობას მისცემს სააგენტოს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას საფრთხეები საკონდიტრო პროდუქციასთან დაკავშირებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading