რუსთავის მერია სამოქალაქო განათლების კლუბს ქმნის – ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება
რუსთავის მერია ახალ ახალგაზრდულ ინიციატივას იწყებს – რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნება სამოქალაქო განათლების კლუბი.
პროექტი ხორციელდება რუსთავის მერიისა და საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის „მედიატორი“-ს თანამშრომლობით, ადგილობრივი სკოლებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და უფროსკლასელები ესწრებოდნენ.
კლუბის ჩამოყალიბებამდე, მონაწილე ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამაგიდო თამაშში „მე-დიატორი“, რომელიც მათ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას აზიარებს.
სამოქალაქო განათლების ცენტრში მიღების რეგისტრაცია 3 თვეში დაიწყება.