ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის ყველა რეგიონში ძირითადად A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები – რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.
გრიპის მართვა ძირითადად ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, სახლის პირობებში ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედ სეზონურ, ოთხკომპონენტიან ვაქცინას უფასოდ აწვდის – უკვე 150 000 ადამიანი აიცრა.
ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია:
- ორსულებისთვის
- მოხუცებისთვის
- 6 თვიდან ბავშვებისთვის
- სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის
პრევენციული ზომები:
- ხელების ხშირი დაბანა
- ოთახების რეგულარული განიავება
- სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე ეპიდსიტუაცია სრულიად მართულია, და სისტემა მზადაა მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს.