მოსალოდნელი უამინდობა საქართველოში (12-14 დეკემბერი)
🌧 სინოპტიკური პროგნოზი:
- 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში წვიმა იქნება, ზოგან ძლიერი.
- ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
- მთაში ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინულის წარმოქმნა მოსალოდნელია.
🌪 ქარი და ზღვის მდგომარეობა:
- 13-14 დეკემბერს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის ძლიერი ქარი ქრის.
- ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
❗️ შენიშვნა:
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
- საფრთხის დონე: საშუალო.