ტალახაძე დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ექიმმა აუკრძალა – ახალი დეტალები ლეგენდის ჯანმრთელობაზე
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ექიმი, გიორგი ჭინჭარაული ლაშა ტალახაძის დიდ სპორტში დაბრუნების მცდელობის უცნობ დეტალებს ავლენს. მისი თქმით, ლეგენდარულ ძალოსანს დაბრუნების ძლიერი სურვილი ჰქონდა და დაახლოებით 2-3 თვის წინ სამედიცინო კვლევებიც ჩაიტარა.
ექიმის თქმით, ჩატარებული კვლევების შემდეგ სწორედ მან ურჩია ტალახაძეს, რომ კარიერის განახლებისგან თავი შეეკავებინა:
💬 „გადაიღო სურათები მუხლზე, წელზე და როდესაც შედეგებს გადავავლე თვალი, ვუთხარი, ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის… ფიზიკურად შეიძლება კიდეც მოახერხოს, რადგან ტკივილს გაუძლოს, მაგრამ ფსიქოლოგია არ მისცემს ამის საშუალებას.“
სპециалისტის განმარტებით, ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აძლევს შესაძლებლობას, იმ დონით იასპარეზოს, როგორც მის პროფესიონალიზმსა და თვითმოთხოვნას შეეფერება.
ლაშა ტალახაძე, რომელიც საქართველოს სპორტის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შთამაგონებელი ფიგურაა, დღესაც კვლავ ყველაზე მეტად აკლია ქართულ სპორტს.