წალენჯიხაში მერის ადმინისტრაციის თანამშრომელი(„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) ემზარ ქარდავა 26 წლის გოგოს დაჯახებაშია ეჭვმიტანილი
📍 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიაში, ემზარ ქარდავა, რომელიც ოპოზიციური მერიის თანამშრომელია, 26 წლის გოგოს ავტომობილით დაეჯახა. როგორც „პრაიმტაიმი“ იუწყება, შემთხვევის შემდეგ ქარდავამ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მოგვიანებით დააკავა.
🗣️ თვითმხილველთა თქმით, ქარდავა სწრაფად მოძრაობდა მიკროავტობუსით, შეჯახების შემდეგ გოგონას არც შეხედა, მანქანა სახლში გადამალა და სცადა გაქცევა. დაზარალებული ოკუპირებული საბერიოდანაა, მისი მდგომარეობა მძიმეა და ექიმების თქმით, გადარჩენის შანსები მცირეა.
🔍 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ემზარ ქარდავა დაკავებულია.
გამოძიება მიმდინარეობს:
- სსკ-ის 276-ე მუხლით – რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია;
- და 128-ე მუხლით – რაც გულისხმობს დაზარალებულის განცდასდელში მიტოვებას.
📌 ემზარ ქარდავა წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სპეციალისტად მუშაობს.