თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალური ფორუმი გაიმართა
📍 1 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალური ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო შეხვედრა თემაზე: „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის (CRVS) სისტემების გაძლიერება“.
📊 ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მიერ და მიზნად ისახავდა გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
🗣️ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მიმართულია ქალებისა და მამაკაცების უფლებრივი თანასწორობისკენ.
👥 პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:
- საქართველოს,
- მაროკოს სამეფოს და
- ჯიბუტის რესპუბლიკის
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოების,
UNFPA-ის და UN Women-ის წარმომადგენლებმა.
🤝 მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარების მნიშვნელობას, რაც განაპირობებს CRVS სისტემების ეფექტიან განვითარებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.