,,ძალია ცუდად, დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით”-დიმიტრი სანაკოევი
თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ როგორ იქნა აღქმული მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები „2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით“ დიმიტრი სანაკოევმა უპასუხა:
„ძალია ცუდად, დიდი ზიზღი იყო ხალხის მხრიდან ოქრუაშვილის მიმართ მის განცხადებასთან დაკავშირებით. მანამდეც 2004 წლის ღონისძიებები რაც იყო 2 თვის ომი, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ხალხს, დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს ცხინვალში, რომელიც პატივს სცემს ირაკლის. ძალიან ცუდი განცხადება იყო.
სანამ ოქრუაშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებს აკეთებდა იმ რეგიონის მიმართ და შემდეგ თავდაცვის მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
