,,მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას”-პატრიარქი

„ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო,

ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა.

მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას.

იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად, დიდია თქვენი პასუხისმგებლობა.

გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში.

ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია წერილში,რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading