შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში 98 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მიგრაციის დეპარტამენტმა, შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ქვეყნიდან 98 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა. გაძევებულთა შორის არიან ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და კონგოს მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან 232 პირი გაძევდა, გასულ თვეში კი – 312. მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში გაძევებულთა რაოდენობამ 544 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 346%-იანი ზრდაა.
ასევე, იანვარ-თებერვალში 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის ვადა დარღვეული ჰქონდათ, ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. მათ ადმინისტრაციული ჯარიმა (1000-დან 3000 ლარამდე) და ერთიდან სამ წლამდე ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრათ.