საბაჟო გამშვებ პუნქტში სადახლო 125 ლიტრი „მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

📍 საბაჟო გამშვებ პუნქტში სადახლო საავტომობილო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური-ს მებაჟე ოფიცრებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ანალიტიკური დამუშავების საფუძველზე შეჩერდა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული საერთაშორისო სატვირთო ავტომობილი. დეტალური დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებულ დამატებით საწვავის ავზში მალულად განთავსებული აღმოჩნდა 125 ლიტრი „მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading