საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, მიმოქცევაში გაეშვა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025-სადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, მიმოქცევაში გაეშვა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025-სადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხ მარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თითოეული საფოსტო მარკის ნომინალია 1,0 ლარი, ტირაჟი კი – 20000 ცალი. მარკების დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციით და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, სამინისტროს მიერ შემუშავდა და დამტკიცდა საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025“ – ის დიზაინი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. კერძოდ, ბაკურიანში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენ მარკების ახალი სერიით ვეხმიანებით. საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის ჩატარება საქართველოს, როგორც ზამთრის კურორტების და სპორტული ტურიზმის პოპულარული მიმართულების კიდევ ერთი დიდი აღიარებაა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარკების კომისიის თავმჯდომარემ გურამ გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობები განვითარდეს, ისევე, როგორც ამისთვის საჭირო საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და შედეგი სახეზეა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები კი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მაღალი დონის ზამთრის სპორტული აქტივობების მიმართულების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მიიღებს. საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ფოსტა / Georgian Post

შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading