საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00 ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.

განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: შუქპირი, ვერტმფრენი და ტექსტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading