,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის”-ლევან მგალობლიშვილი
,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, – აღნიშნული საკითხისა და აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრე.
შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით.
ყურადღება გავამახვილე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაზე და აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, რომელიც სამომავლოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის გაძლიერებაზე, როგორც განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების ხელშეწყობის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.”-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი




