გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და კახა კაკაბაძემ პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შეხვედრაზე პლასტიკის პარკების წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების და ამ პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სადაც კვლევები აკრედიტებული მეთოდებით ხორციელდება.

სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading