საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წიაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირისა, ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.


ცვლილებით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (დანართი – „2025 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ“, პროგრამული კოდი: 24 26 სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია) გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.


ცვლილების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სასარგებლო წიაღისეულის მართვის, განკარგვისა და გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტიანად წარმართვა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading