სარფში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.
📌 რა გამოვლინდა:
ბრალდებულმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში ცდილობდა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი უკანონოდ შემოეტანა.
🔹 ნივთმტკიცებად ამოღებულია სამი შეკვრად დაფასოებული კოკაინი.
⚖ დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით და ისჯება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
👉 გრძელდება გამოძიება დანაშაულის შესაძლო თანამონაწილეებისა და ნარკოტიკის მოწოდების წყაროს დასადგენად.