საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, მათ შორის:

  • 4 034 ლარი
  • 2 617 აშშ დოლარი
  • 270 ევრო
  • 257 834 რუსული რუბლი
  • 87 301 სომხური დრამი

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading