პრობლემები შეიქმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც – თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქუთაისი-თერჯოლის მიმართულებით საავტომობილო გზა გახსნილია. ეტაპობრივად იწმინდება ცენტრალური გზები ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

“1.20 მეტრს უკვე გადააჭარბა თოვლის საფარის სიმაღლემ. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 ერთეული ტექნიკა არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. მიმდინარეობს როგორც საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი”, – აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading