რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარინა ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრების ქსელის „MASHAV“ – ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კურსში

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მარინა ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრების ქსელის „MASHAV“ – ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კურსში, რომელიც 23 მარტიდან 4 აპრილამდე ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ჩატარდა.

სასწავლო ტურის ფარგლებში კურსის მონაწილეები მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში არსებულ კრიზისულ და მულტიდისციპლინურ ცენტრებს და თავშესაფარებს ესტუმრნენ, სადაც სპეციალური მკურნალობის კურსს გენდერული თუ სხვა ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები, ბავშვები, გოგონები და მამაკაცები გადიან.

განსხვავებული ტიპისაა ბეით რუთის სახელობის რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების სოფელი, რომელიც კომპლექსური თერაპიული მკურნალობის გარდა თინეიჯერი გოგოების სწავლა-განათლებაზეც ზრუნავს.

კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრები იმართებოდა როგორც ჰაიფას სასწავლო ცენტრში, ისე ადგილებზე, დაწესებულებებში.

საერთაშორისო სასწავლო სემინარების მონაწილეებს საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ ისრაელის იუსტიციის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებმაც სესიების ფარგლებში მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების და მიღწეული შედეგების შესახებ უამბეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს საკმარისი არაა ძალადობის და ტრეფიკინგის გაზრდილი სტატისტიკის პირობებში. ასევე მოისმინეს ინფორმაცია, როგორ ფუნქციონირებს ქვეყანაში არსებული სისტემა, რომელიც გენდერული თუ სხვა ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს, ეთიოპიის, კენიის, გვატემალას, ყირგიზეთის, ნეპალის, ყაზახეთის, უკრაინის, კამერუნის, ესვატინის წარმომადგენლებს სპეციალური სერტიფიკატები და სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გადასცეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading