რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთაველებს 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა
პრეზენტაციას, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფესიის რუსთაველები ესწრებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 65,5 პროცენტით გაზრდილი ბიუჯეტი, რუსთაველებს, კიდევ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობების შექმნის საშუალებას გვაძლევს.
2025 წელი, რომლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციც, რუსთავის მერიის გუნდთან ერთად დღეს წარვადგინეთ, მასშტაბური პროექტებით იქნება დატვირთული.
ყველა პროექტი 2025 წელს დაიწყება და ჩვენს ქალაქს, კიდევ უფრო ლამაზს და კომფორტულს გახდის თითოეული რუსთაველისთვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საპარლამენტო გუნდს, ჩვენს რუსთაველ პარლამენტარებს, რომლებიც ამ პროექტის დაგეგმვაში და განხორციელებაში არიან ჩართულები, სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში, მერიის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” გუნდს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლის შედეგსაც რუსთაველები ერთად ვხედავთ.
ჩვენ რუსთაველებთან ერთად ვქმნით ნამდვილ ევროპულ ქალაქს, რომელიც რუსთავის დიდ ისტორიას ღირსეულად გააგრძელებს.
2025 წლის სამოქმედო გეგმით პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობის, კულტურული და ახალგაზრდული პროექტებიც, იგეგმება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, გაგრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმაც.
დაგეგმილია თბილისის და მესხიშვილის სახელობის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია, პრიორიტეტად დარჩება შიდა საუბნო გზების და სივრცეების მოწყობა, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია. გაიხსნება ახალი ახალგაზრდული ცენტრი და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, უკვე დაწყებულია ძველი კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია, სადაც თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, დაიწყება ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი, რომელიც რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანებას ითვალისწინებს.”- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze





ყველა რეაქცია: